ანალიზი: რატომ არის რუსეთისთვის ბახმუტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?!

ალბათ, 2022 წლის 24 თებერვალს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ბედი, ერთ პატარა ქ.ბახმუტზე დამოკიდებული გახდებოდა,

ოღონდ, დავუკვირდეთ, რუსეთის ბედი და არა უკრაინის,

ის, რომ ომში, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ბედი ბახმუტზე დამოკიდებული გახდა, ეს უკრაინის შძ-ის გენშტაბის უჭკვიანესი მოქმედების და ველზე მოქმედი უკრაინული ძალების მაღალი ეფექტურობის გამოვლინების მთელი კომპლექსური სისტემაა,

რომელიც მარტივად ასე გამოიხატება,

თუ კი, რუსეთი ვერ იღებს ბახმუტს, რუსეთისთვის კონვენციურ ომში ფრონტზე შემდგომი წარმატების აღარანაირი შანსი არ არსებობს,

ხოლო, უკრაინისთვის ბახმუტის დაკარგვის შემთხვევაშიც, ფრონტზე ოპერატიული ვითარება უცვლელი რჩება,

პირველ რიგში, იმიტომ რომ ბახმუტის მთელი სტრატეგიული მნიშვნელობა დამოკიდებული იყო, მის სწრაფად აღებაზე, რითაც იხსნებოდა საგზაო კვანძები დონეცკის ოლქის სიღრმრებისკენ, თუმცა რუსეთმა ეს ვერ შეძლო, აგერ უკვე ბახმუტის ბრძოლის დაწყების მე-9 თვის შემდეგაც,

ამ დროის განმავლობაში, უკრაინის შძ-ბმა შეძლო ბახმუტის ზურგში ახალი თავდაცვითი ხაზების შექმნა, ახალი ლოჯისტიკური კვანძების შექმნა და მომარაგებისთვის უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველყოფა,

პარალელურად, გადაწყვიტა ბახმუტი დაეცვა ბოლომდე და პოტენციურ დიდ უკრაინულ კონტრშეტევამდე საჭირო დრო მოეგო გეოგრაფიული მდებარეობით შედარებით ეფექტურად დასაცავ ქალაქში,

პირველ რიგში, ბახმუტი არის პატარა, მაგრამ მჭიდროდ ურბანული ქალაქი, აქვს რამდენიმე მსხვილი ინდუსტრიული ზონა, ზურგში სიმაღლეები, ფლანგებზე სტეპური დაბლობები და იყოფა შუაზე მდინარით,

სწორედ ამ პირობების გამოყენებით, უკრაინის გენშტაბმა შეიმუშავა ბახმუტზე მორგებული თავდაცვითი სისტემა, მათ შორის გამოყენებული ტაქტიკური უკან დახევებით და ქალაქამდე მისასველი ხიდების განადგურებით, ისევე როგორც ქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის დამაკავშირებელი ხიდების განადგურებით, რითაც შეზღუდა აღმოსავლეთიდან ქალაქის სიღრმეებში შემოჭრილი რუსული შერეული სამხედრო ჯგუფების ცენტრამდე მიღწევის შესაძლებლობა. პარალელურად, ცენტრალურ ნაწილში არსებული მაღალსართულიანი კორპუსებიდან ეფექტურად კონტროლდება აღმოსავლეთ ნაწილში განთასვებული რუსული ნაწილები და მათზე მუდმივი საცეცხლე ზემოქმედების შედეგად, ხდება მდინარის გადაკვეთის ყველა მცდელობის ეფექტური ჩახშობა,

ამავდროულად, მოიერიშე რუსული შერეული საამხედრო ჯგუფები ცდილობენ ქალაქის ალყის შესაკრავად შეტევას ფლანგებიდან,

თუმცა, აქ უკვე საქმეში ერთვება სტეპური ტერიტორია, რაც იერიშზე გადმოსულ რუსულ მექანიზებულ და ქვეით ნაწილებს უდიდეს წინააღმდეგობას უქმნის, თავს მხრივ კი, თავდაცვას უმარტივებს ბახმუტის ზურგში, სიმაღლეებზე განთასვებულ უკრაინულ არტილერიას და ფლნგებზე კონტაქტის ხაზზე მყოფ უკრაინულ ნაწილებს, რომლებიც ეფექტური აერო-დაზვერვის მეშვეობით, ფლანგებიდან რუსების მიერ “ქვაბის” ჩაკეტვის ყველა მცდელობას აკავებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთისთვის ბახმუტი არის როგორც სამხედრო ისე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქი,

რადგან, უკვე თვეებია განსხვავებით უკრაინელებისგან, რუსულ ძალებს ფრონტზე არ გააჩნიათ ხელშესახები წინსვლა, მითუმეტეს ბიდლოსთვის სათქმელი ტერიტორიული მონაპოვარი და ამის საუკეთესო შანსი პოტენციურად აქვთ ბახმუტში,

მეორეს მხრივ, თუ რუსები ბახმუტს ვერ დაიკავებენ, თეორიულადაც კი არ არსებობს მათთვის დონეცკის ოლქის სრულად აღების შანსები(უკვე, არც ბახმუტის აღების შემთხვევაში მაგრამ მაინც),

შესაბამისად, რუსეთის გენშტაბს სხვა გზა არ აქვს, უნდა შეეცადონ და არსებული რესურსების სრულად ბახმუტის ბრძოლაში ჩართვით აიღონ ქალაქი და თეორიულად მაინც დაიტოვონ, დონეცკის რეგიონის დაკავების შესაძლებლობა, ამავდროულად კი, “წარმატების” პროპაგანდით შეინარჩუნონ და გაზარდონ რუსეთის საზოგადოების მხარდაჭერა ომის გასაგრძელებლად.

სწორედ ამ, მიზეზებიდან გამონდინარე, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაიცვას ბოლო შესაძლებლობამდე ბახმუტი და პარალელურად, მოემზადოს დიდი კონტრშეტევისთვის, რისთვისაც ახალი მექანიზებული და ქვეითი მოერიშე ბრიგადების ფორმირება, დასავლური სამხედრო დახმარების მეშვეობით, ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს – იტყობინება სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military.