რატომ სურს მოლაპარაკებები სერგეი ლავროვს?!

დღეს მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ,სადაც ვკითხულობთ,რომ ის მზადაა შეხვდეს ზელენსკის და დაიწყოს მასთან მოლაპარაკებები- მოსკოვში ან პეტერბურგში.

ცხადია მისი განცხადება ორ-აზროვანია და მის ყველა მოლაპარაკების სარჩულით შეფარული განზრახვის უკან საკუთარი პირადი მიზნები და ინტერესები აქვს. ეს საკითხი შეგვიძლია ორ ნაწილად გავშალოთ, პირველი- მას გულწრფელად სურს უკრაინასთან მოლაპარაკება,რაც ცოტა არ იყოს რეალობას მოწყვეტილია. რატომ უნდა გადაეწყვიტა მას უკრაინასთან მაგიდაზე დასხდომა?! ამის მიზეზი შეიძლება ასევე იყოს ორი რამ- მას სურს უკრაინის დაბრუნება რუსულ ორბიტაზე,ევროპის დაკნინების პოლიტიკით და მეორე,მან რეალური საფრთხე იგრძნო ცივილიზებული სამყაროსგან და უკან იხევს. მეორე მხრივ და ალბათ ყველაზე უპრიანია ვთქვათ, რუსეთს სურს დაანახოს სხვებს ის,რომ მათ უნდათ მოლაპარაკება უკრაინასთან და კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით,ეს ცხადია ფანდია ,მაგრამ მათ უყვართ ასეთი ფსევდო-დიპლომატიური გზით სხვების თვალში დემოკრატიული და კონსტრუქციული ქვეყნის როლის თამაში,თუმცა ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია.

თუ რეალურ მოლაპარაკებაზე ჩამოვარდა საუბარი,ცხადია საჭიროა,მაგრამ ევროპელი ფასილიტატორების შესრულებით,რაც უფრო მეტად განმუხტავს დაძაბულობას.