ანალიზი: რა მოხდება უკრაინაში?

უკრაინაში დღითი-დღე ვითარება იძაბება და თვალსაჩინო ხდება ძალთა მობილიზების არაერთი მაგალითი ორივე მხრიდან,თუმცა ყველაზე მთავარია წინასწარ განვსაზღვროთ რა მოხდება ამ კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში.

ორი მარტივი გზა არსებობს განსახილველად: ან საომარი მოქმედებები იწყება,ან მხარეები უკან იხევენ. მოდით ჯერ პირველი შემთხვევა გავიაროთ: თუ საომარი მოქმედებები იწყება მაშინ ჩვენ მივიღებთ ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ორ პოლუსს შორის და შესაძლოა ეს ყველაფერი “მესამე მსოფლიო ომის” სახელით მოინათლოს,რადგან ამის წინაპირობას,მასშტაბი და მოთამაშეები გვაძლევენ. თუ კონფლიქტი დაიწყო ერთბაშად ერთ მხარეს ამერიკის შეერთებული შტატები,დიდი ბრიტანეთი,კანადა,უკრაინა იბრძოლებენ. ასევე გასათვალისწინებელია იაპონიის ფაქტორი,რომელმაც განაცხადა ამ კონფლიქტში ჩართვის შესაძლებლობა. თავის მხრივ იაპონიის მეზობელი ჩინეთი არის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი,რადგან ჩინეთი მესამე მძლავრი მოთამაშე მინიმუმ არის და მისს სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ამ მხრივადაც ძალიან საინტერესო რომელ მხარეს დაიჭერს ჩინეთი ამ კონფლიქტში,მაგრამ სულაც არ გაგვიკვირდეს რუსეთის კურსი აიღოს,რადგან ამ ორ სახელმწიფოს ბოლო პერიოდებში საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. არც კანადის პოზიციაა გასაკვირი, რადგან როგორც მოგეხსენებათ კანადაში ძალიან ბევრი ეთნიკურად უკრაინელი ცხოვრობს,ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზთაგანი,რის გამოც მათი ეს ყურადღებაა გამოწვეული. პასიურ მდგომარეობაშია როგორც გერმანია,რომელსაც მძლავრი იარაღი უჭირავს ხელში,მაგრამ ისინი ინარჩუნებენ შუაშისტობის პოზიციას,რაც რთულია,რადგან კონფლიქტი ზედ მის კონტინენტზე მიმდინარეობს.

მეორე გზა არის ორივე მხარის უკან დახევა- ამ მოცემულობიდან გამომდინარე ძალიან რთულია წინასწარ ივარაუდო,რომ ამხელა ხარჯს,რომელიც გაიწია ასე უშედეგოდ ჩაივლის,ამხელა ძალების კონცენტრირება რომელიც მოხდა ორივე მხრიდან ასე ჩაივლის,თუმცა ცივილიზებული სამყარო და დიპლომატიური კორპუსი მაქსიმალურად ცდილობს მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს ეს ვითარება,ამას მოწმობს სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადება,რომელიც მოლაპარაკებებზე მოუწოდებს მხარეებს მათი ჩართულობით.

ვითარება ჩიხისკენ მიექანება და მალე თუარ დადგა რეალური შედეგი შეიძლება დიდ უფსკრულში აღმოჩნდეს კაცობრიობა თავისი დიდი საფრთხით,რომელიც განუზომლად დიდი იქნება.