რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას უკრაინასთან მიმართებაში

პირდაპირ,ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე,თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე სუსტი საგარეო პოლიტიკა და ავტორიტეტი აქვს,რაც კი ოდესმე ჰქონია. ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი მაგალითი,ყველაზე ნათელია მათ მიერ დაწერილი რეზოლუცია უკრაინის მხარდასაჭერი,სადაც მათ არც ერთი სიტყვა არ ახსენეს რუსეთზე და მათ დამპყრობლურ პოლიტიკაზე. ასეთი სუსტი განცხადების გაკეთება არის ძალიან ცუდი,რადგან ამის ახსნა შეიძლება მრავალმხრივად. ბევრი ასოციაცია გაუჩნდათ აქტივისტებს და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს. მათაც შეადგინეს პეტიცია და საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

საქმეს თუ ცოტა სხვა რაკურსით და გეოპოლიტიკურად შევხედავთ,უკრაინაში მიმდინარე ამბები და მისი დასასრული პირდაპირპროპორციულად საქართველოზე აისახება. თუ რუსეთი უკან დაიხევს,ის უკან დაიხევს საქართველოშიც და მისი გეგმებიც წავა დათვის ბუნაგისკენ. თუ ისინი ახერხებენ წარმატებას მოპოვებას,შემდეგი ნაბიჯი იქნება საქართველო. ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობას თუ შევაფასებთ, სასიცოცხლოდ საჭიროა სწორი პოლიტიკის გატარება და უკრაინის გვერდში დგომი. მთავრობის პირველი პირი ვალდებულია თავად ჩავიდეს უკრაინაში და გვერდში დგომა გამოუცხადოს ერს. იგივე გააკეთა იანუკოვიჩმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ჩვენც მინიმუმ იგივე გვმართებს.

უკრაინამ დაიცვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩვენც ვალდებულები ვართ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში. სასიამოვნოა როცა ქართული “ლეგიონი” ჩვენს და უკრაინის ღირსებას იცავს. ქართულ ხელისუფალს მართებს უფრო ზუსტი განცხადებების განცხადება და უკრაინის გვერდში დგომა.