ანალიზი; რა შეუძლია “Leopard 2” -ს ?!

„ლეოპარდ-2“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ტანკების წარმოების ისტორიაში. მისი ძირითადი იარაღი, Rheinmetall Rh-120 გლუვლულიანი ქვემეხი, ასევე, გამოიყენება ამერიკულ M1 Abrams-ში, იაპონურ Type 90-ში და სამხრეთ კორეულ K1A1 ტანკებში.

ტანკის წარმოება 1979 წლიდან დაიწყო და მას რამდენჯერმე მოდერნიზაცია ჩაუტარდა. უახლესი ვერსიაა „ლეოპარდ  2A7“ – ბუნდესვერმა ის 2014 წელს მიიღო.

„ლეოპარდ-2“ არის კლასიკური ტიპის ტანკი, რომელსაც აქვს საბრძოლო განყოფილება ცენტრში, ძრავ-ტრანსმისიის განყოფილება უკანა ნაწილში და მართვის განყოფილება წინა ნაწილში. საბჭოთა ტანკებისგან განსხვავებით (T-64, T-72 და T-80, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან), გერმანულ ტანკში ქვემეხის ხელით გადატენვაა საჭირო და ამისთვის ეკიპაჟის ერთი წევრი არსებობს.

ტანკის ჭურვები ინახება კოშკურის სპეციალურ ნიშაში, რომელიც საბრძოლო განყოფილებისგან გამოყოფილია ფოლადის კარებით. საბრძოლო მასალის აფეთქების შემთხვევაში, აფეთქების ტალღა გარეთ წავა და ეკიპაჟი არ დაშავდება.

„ლეოპრად 2“-ის უახლესი მოდიფიკაციები აღჭურვილია ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემით, რომელიც ეხმარება მსროლელს რამდენიმე სამიზნის არჩევაში. ტანკები აღჭურვილია მანძილის გაზომვის ლაზერული და სტერეოსკოპიული ხელსაწყოთი, ასევე, ღამის ხედვის მოწყობილობებით.

ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, ესპანურმა გაზეთმა El Pais-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს უკრაინისთვის „ლეოპარდ  2A4“ ტანკების პარტიის გადაცემის  შესაძლებლობას. საერთო ჯამში, 1995 წელს ესპანეთმა გერმანიიდან 108 „ლეოპარდი 2A4“ მიიღო, რის შემდეგაც თავადაც დაიწყო უფრო თანამედროვე „ლეოპარდ 2A6E“-ების ლიცენზირებული წარმოება.

ეს ჯერჯერობით ერთადერთი წინადადებაა, რომელშიც შედარებით ზუსტად იყო მითითებული ტანკის კონკრეტული მოდელი, რომელიც შეიძლება უკრაინას გადაეცეს. თუ მართლა ვსაუბრობთ „ლეოპარდ 2A4“-ზე, მაშინ ეს საკმაოდ ლოგიკურად ჩანს, ვინაიდან ეს მოდელი ყველაზე გავრცელებულია „ლეოპარდ 2“-ის ოჯახში. მისი წარმოება 1985 წლიდან ხდება.

ამ მოდელში უკვე გამოიყენება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, გაძლიერდა ჯავშნის დაცვა. ვინაიდან  2A4 სხვადასხვა ქვეყნებს მიეწოდება, არსებობს საკმაოდ ბევრი ადგილობრივი მოდერნიზაციის პროგრამა. ეს მართლაც თანამედროვე ტანკია, თუმცა, როგორც უკრაინელი ექსპერტი ანდრეი ტარასენკო მიიჩნევს, ნებისმიერ შემთხვევაში, ტანკების მიწოდებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ეფექტი, თუ უკრაინას „არა 10-20 ერთეულს, არამედ რამდენიმე ასეულ ერთეულს გადასცემენ“.