ანალიზი: რა ხდება წალენჯიხის საკრებულოში?

წალენჯიხა არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი,სადაც ოპოზიციური მერია არჩეული,კერძოდ “ენმ”- ის წევრი, გიორგი ხარჩილავა. მერმა დაიწყო მუშაობა და საკმაოდ წარმატებული პროექტებიც დაიწყო,თუმცა საკრებულოს მუშაობა გაჯახირებულია და რამოდენიმეჯერ საკრებულოს სხდომაც გადაიდო.

საკრებულოც მთლიანად ოპოზიციურია,რადგან 64% სწორედ ოპოზიციას ჰქონდა და ამ მოწვევის საკრებულოში უმრავლესობით შევიდა. ციფრებით რომ ვისაუბროთ, “ენმ”-ს და “ქართულ ოცნებას” 11-11 წარმომადგენელი ჰყავთ საკრებულოში, ამას მოჰყვება 3 წევრი- “გახარია-საქართველოსთვის” პარტიიდან, 1 წევრი- “ლელოდან” და ერთი დამოუკიდებელი წევრი.

ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ,რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება, “გახარია-საქართველოსთვის” პარტიის წევრი,ეს კი კოალიციური სისტემის ჩამოყალიბების საწინდარი და დიდი გადადგმული ნაბიჯია. თუმცა სწორედ აქ გვაქვს ჩიხი, შეთანხმება ვერ მოხდა დანარჩენ 8 პოზიციაზე, რადგან “გახარიას” პარტიის წარმომადგენლები “4+4+1” ფორმატით საკრებულოს დამტკიცებას უჭერდნენ მხარს,თუმცა საქმე ასე მარტივადაც არაა,მათ ამ შემოთავაზებას საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიციური სპექტრი არ დაეთანხმა.

მათი მოსაზრებით, პოზიციები სამართლიანად და პროცენტების პროპორციულად უნდა გადანაწილდეს,პრინციპით 1/3.

საკრებულოს შემდეგი სხდომა 20 იანვარს 12:00 საათზეა ჩანიშნული. თუ ამ დღეს საკრებულოს თავმჯდომარი ვერ აირჩა,შეიძლება ერთ ნაბიჯში ვიყოთ ახალ არჩევნებთან.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 1/3 ფორმატის დასამტკიცებლად მხოლოდ ოპოზიციის ხმები საკმარისია.