ანალიზი: რუსეთი ფრონტს ლათინურ ამერიკაშიც გახსნის?

როდესაც დაიწყო უკრაინის კონფლიქტის წარმოშობის შანსები,ეგრევე დაიძრა საუბარი იმაზე,რომ რუსეთი დაიხმარებს საკუთარ “მეგობარ” სახელმწიფოებს ლათინურ ამერიკაში და მათი პლადსტარმით პირველ რიგში დიდ ძალას აჩვენებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეორე, უფრო ახლოდან დაანახებს მათ სამხედროებს საკუთარ კონტინენტზე. ისტორიულად გვახსოვს შემთხვევები,რომ რუსეთს ამ გზით მოუხდენია სამხედრო ძალების გადასრულა,ვგულისხმობ “კარიბის კრიზისს”,მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. მგონია,რომ თუ იგივეს იზამენ,უცილობოდ შედეგიც იმავე იქნება. ამ ამბებს ეხმაურება თორნიკე შარაშენიძეც, მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

“რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების დაწყებისთანავე გაჟონა ინფორმაციამ რომ რუსები უკიდურეს საპასუხო განიხილავენ ლათინურ ამერიკაში სამხედრო ბაზის გახსნას.

აქ სამი ვარიანტი იკვეთება: კუბა, ვენესუელა და ნიკარაგუა.

კუბა პრაქტიკულად გამორიცხულია. როგორ დამთავრდა ერთხელ იქ საბჭოთა რაკეტების განთავსება ეს ყველას მძიმედ ახსოვს. თანაც, კუბის ეკონომიკა ტურიზმით სულდგმულობს და ასეთი ხათაბალა არაფერში სჭირდება.

ვენესუელა სიამოვნებით თანამშრომლობს მოსკოვთან, მაგრამ მისი კონსტიტუცია უცხო ქვეყნის ბაზების განთავსებას კრძალავს. ამ ქვეყნის რეჟიმი დამხობას ძლივს გადარჩა და კონსტიტუციის ცვლილების რესურსი ნამდვილად არ გააჩნია.

რჩება ნიკარაგუა. რთული სათქმელია რამდენად წავა რუსული ბაზის განთავსებაზე უკვე მობერებული ორტეგა. იყო დრო როცა ამერიკამ მის ქვეყანაში ზედიზედ რამდენიმე ინტერვენცია განახორციელა, მაგრამ ამას ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს მოეღო ბოლო და მოყოლებული იქიდან ვაშინგტონი ცდილობს მსგავსი რამეებისგან თავი შეიკავოს. თუმცა, რეიგანის დროს ადგილი ჰქონდა სწორედ ნიკარაგუაში მთავრობის დამხობის მცდელობას სწორედ ორტეგას შეიარაღებული ოპოზიციის დაფინანსების გზით. ასე რომ ორტეგას კარგად უნდა ესმოდეს რომ თუკი რუსეთს ასეთ რამეზე დათანხმდა, ამერიკა ყველა შესაძლო ზომას მიმართავს ეს არ დაუშვას.”

ძალიან საინტერესო იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პასუხის-პასუხი რუსეთი თუ ამ ნაბიჯს გადადგამს,მაგრამ მათაც აქვთ ეს გამოცდილება და კონფლიქტის ცენტრის გადატანა ძალიან მნიშვნელოვნად შეცვლის შესაძლო კონფლიქტის მიმდინარეობას.