“ქართული ოცნების” მმართველობის მეცხრე წელი მიმდინარეობს და ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება მათ მმართველობასა და იმ სისტემაზე,რითაც ისინი მართავენ ქვეყანას/იმართებიან. ამ ეტაპზე საუბრის სფერო იქნება ეკონომიკა,კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლა და საგარეო-საშინაო პოლიტიკა. ეკონომიკური მაჩვენებლით და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით,დღევანდელი მთავრობა რეკორდსმენია ბოლო პერიოდებში,სწორედ მათი მმართველობის დროს საქართველოში ყველაზე უფრო მეტად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა,უფრო ნაკლები საერთაშორისო ინვესტორები შემოდიან ბოლო წლებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკა დამოკიდებულია ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებით.ციფრებით რომ ვისაუბროთ,
2012- წელს,1 აშშ დოლარი- 1,76 ლარი ღირდა.
2022-წელს, 1 აშშ დოლარი- 3,09 ლარი.
ცხადია ეს იმის მიმანიშნებელია,რომ ეკონომიკა არის ძალიან სუსტი. არც ერთი ქვეყნის ეკონომიკა არ არის დაფუძნებული მხოლოდ ერთ ეკონომიკურ პარამეტრზე,ვგულისხმობ, მაგალითისთვის:ტურიზმს და ექსპორტ-იმპორტს. ეკონომიკა ძლიერია,როდესაც ყველა პარამეტრი თანაბრად ძლიერია და ერთობლივად ქმნიან ძლიერ ეკონომიკურ სისტემას,მაგრამ საქართველოში ეს წარმოუდგენელია.
კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში “ქართული ოცნება” ვერ დაიკვეხნის,რადგან ისინი ამ ორი წლის განმავლობაში უდიდესი სტატუს-ქვოს პირობებშიც ვერ მოახერხეს პანდემიასთან გამკლავება.მათ ჰქონდათ უდიდესი მაგალითი ევროპის ქვეყნებისგან,როცა ისინი კოვიდს ებრძოდნენ საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.ზედაპირზე იყო კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და გზები,უბრალოდ უფრო მეტი მომზადება სჭირდებოდა ამ ბრძოლას.სტატისტიკა თავისაზე მეტყველებს.
კოვიდ-სტატისტიკა:
26 იანვარი – 17 530
25 იანვარი – 15 723
ყველაზე საინტერესო ის ფაქტია,რომ როდესაც ევროპა ებრძოდა კოვიდის ტალღებს,საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული და შესაბამისად მათ ჰქონდათ უდიდესი დრო სწორედ განესაზღვრათ სტრატეგია და მომზადებული შეხვედროდნენ,მაგრამ სრულად საპირისპიროს ვხედავთ დღევანდელ რეალობაში. კოვიდ-19 უტევს ჩვენს ქვეყანას და ვაქცინაციის პროცესიც განელებულია.ცხადია მოსაფიქრებელია რაიმე ბერკეტი,რითაც სახელმწიფო დააინტერესებს ხალხს ვაქცინის გაკეთებას, მხოლოდ ეს არის შესაძლებელი ამ ეტაპზე.
საგარეო-საშინაო პოლიტიკა,ერთ-ერთი ყველაზე სუსტია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ საშინაო ასპარეზზე ვერ დაალაგა სიტუაცია და ბევრი უკმაყოფილო ადამიანი დატოვა,მათი რბილი პოლიტიკის დამსახურებით,საქართველოს ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოებაში დღითი-დღე ვარდება,მათი უნდობლობა ქვეყნის შიგნით და ლეგიტიმაციის ნელ-ნელა ქრობა ამის შედეგია პირდაპირ-პროპორციულად.მათი ლეგიტიმაციის პრობლემა არასამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების სადავეების არასამართლიანად აღებაა,ხალხის რეაქცია კი შესაბამისია.
შეგვიძლია შევაჯამოთ,რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არის უსუსტესი და ყველაზე კარგი გამოსავალია, ვადამდელი არჩევნების ჩატარება სრულად პროპორციული სისტემით,რაც კოალიციურ მთავრობას მოგვცემს და ყველანაირ გარანტიას იმისა,რომ ქვეყანა წინ წავიდეს.