ანტიკორუფციული მოძრაობის საგანგებო განცხადება

📢 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გოჩა დიდავამ, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ააიპ „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას წინააღმდეგ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

📌 აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ანტიკორუფციული მოძრაობის შუამდგომლობა, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას არასათანადო მოპასუხეებად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა.

📌 ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სავარაუდო ჩართულობაზე ტრანსნაციონალურ დანაშაულში და მის სავარაუდო კავშირზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის გაძვირებასთან, ცილისმწამებლურია და შეურაცხყოფს მის პატივსა და ღირსებას, რითიც მან სულიერი ტკივილი განიცადა.

📌 სასამართლომ თითოეულ მოპასუხეს დაავალა განცხადებების უარყოფა მედია საშუალებებით გზით და დააკისრა სულიერი ტკივილით განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით.

📌 მოსამართლე გოჩა დიდავას მიერ მიღებული არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება ოლიგარქიული კლანის სასარგებლოდ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც მკაფიოდ ჩანს სახალხო დამცველის მოსაზრებაში, რომელიც სასამართლო პროცესში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩაერთო.