არახამია: კობახიძე КГБ -ს აგენტის შვილია, ეს საკმარისია

უკრაინის ფედერაციაში ერთ – ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა ქართველ პოლიტიკოსს – დავიდ არახამიას უკავია. იგი გახლავთ უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ომის მიმდინარეობისას მისი ავტორიტეტი უფრო და უფრო გაიზარდა.

როგორც მოგეხსენებათ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარებ – ირაკლი კობახიძემ, არახამია გააკრიტიკა, რასაც არახამიასგან დაუყონებლივი პასუხი მოჰყვა.

“ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ დავერბოვკებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა”, – ამბობს რადას დეპუტატი და ზელენსკის გუნდის წევრი დავით არახამია Post Factum-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.