არესტოვიჩი: ახლავე გეტყვით ამერიკა რატომ არ გვაწვდის 300 კმ მანძილზე სასროლ იარაღს

1 ივნისს არესტოვიჩმა  ძალიან საინტერესოდ და ლოგიკურად ახსნა,რატომ არ აძლევს ამერიკა უკრაინას 300 კილომეტრის მანძილზე მსროლელ იარაღს და ამის ერთ-ერთ მიზეზად “აზოველი” ტყვეები დაასახელა.

მან თქვა :

“რუსეთმა დაიწყო დასავლეთთან დიალოგი, მათ შორის, ამერიკასთანაც.
სავარაუდოდ, მიმდინარეობს სერიოზული ვაჭრობა და როდესაც ვაჭრობა მიმდინარეობს, მხარეები, როგორც წესი, ერთმანეთს რაღაცებს უთმობენ.

რუსულმა მხარემ უკვე დაიწყო  რევერანსები უკრაინული პორტების დებლოკირებასა და “აზოველი” ტყვეების სავარაუდო გაცვლაზე.  შესაბამისად, ამერიკელებმა  და ევროპელებმაც რაღაცა უნდა დათმონ, მაგალითად, ესკალაციის კიდევ უფრო მეტად გამწვავება.

ზოგიერთი მინიშნების მიხედვით, რომელიც რუსულ პრესაში გამოანათებს ხოლმე, კრემლმა დაიწყო რუსული საზოგადოების შემზადება “აზოველი” ტყვეების სავარაუდო გაცვლაზე.

თუკი არსებობს დიალოგი,  ესეიგი
ომი ცივილიზებულ ფაზაში გადადის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ესკალაციის რისკებს,  მაგალითად, ბირთვულს და ქიმიურს;  და ამერიკელები შეიძლება თვლიდნენ, რომ გართულების რისკების მართვის ფასი არის უკრაინისთვის 300 კილომეტრზე მსროლელი შეიარაღების მიწოდებაზე უარი.

მე ვამბობ, იმისთვის, რომ ჩვენ გადავჭრათ პრობლემა ბრძოლის ველზე, თავზე გადაგვივა ის იარაღი, რომელიც 70 კილომეტრზე ისვრის.

ასე რომ, ამერიკელები ამ “დათმობით” ინარჩუნებენ დიალოგის გაგრძელების  და კონფლიქტის მართვის შესაძლებლობას.

თუმცა, თუ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, არაა გამორიცხული, რომ ჩვენ მოგვცენ ის შეიარაღება, რომელიც 300 კილომეტრზე ისვრის.”