არესტოვიჩი: სევეროდონეცკში რუსები ალყაში შევიმწყვდიეთ

ინფორმაციას ავრცელებს – არესტოვიჩი და საინფორმაციო ცენტრი “ალფა-სიხშირე”,

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე, ოლექსი არესტოვიჩი წერს, რომ სევეროდონეცკში რუს ოკუპანტებს ხაფანგი დაუგეს, ვითომ ქალაქი დათმეს, ახლა კი უკრაინელები მათ უტევენ და “ბრდღვინავენ, როგორც ლომები”.

არესტოვიჩის თქმით, ოკუპანტები შოკში არიან, რადგან უკვე მოახსენეს ხელმძღვანელობას სევეროდონეცკის დაცემის შესახებ.

“ჩვენი მეომრები იქ საოცარ სიმამაცეს ავლენენ, მეთაურები კი – ტაქტიკურ ნიჭს”, – წერს არესტოვიჩი. მისივე თქმით, რიცხობრივი და საარტილერიო უპირატესობის მიუხედავად, სევეროდონეცკში უკრაინელთა უპირატესობა იკვეთება.

მისივე ინფორმაციით, რუსეთმა სევეროდონეცკისკენ გადაისროლა დიდი ძალები და იქ “უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობს”.

“ჩვენები უტევენ და ფლეთენ მოწინააღმდეგეს”, – წერს არესტოვიჩი.