არესტოვიჩი: უკრაინა ხერსონში შევიდა

როგორც მოგეხსენებათ, ხერსონი არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქი და რუსებს ამ ტერიტორიის შენარჩუნებაზე დიდი ფსონი აქვთ დადებული, თუმცა ეს ფაქტი უკრაინელებმა უკეთ იციან და მაქსიმალურად ცდილობენ ქალაქთან მისასვლელი გზა გაიკაფონ.

სწორედ ასეთი მშვენიერი დილა გათენდა უკრაინაში, ისინი რუსების მიერ ოკუპირებულ ხერსონში შევიდნენ, ინფორმაციას არ ადასტურებდნენ უკრიანელები, თუმცა პრეზიდენტის მრჩეველმა არესტოვიჩმა იგი დაადასტურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში შევიდნენ. ოლქის ცენტრში აფეთქებების ხმა ისმის – გვამცნო არესტოვიჩმა.