არესტოვიჩი შოლცს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი – არესტოვიჩი, 31 მაისს მიცემულ ინტერვიუში ღიად აკრიტიკებს გერმანიის კანცლერ – ოლაფ შოლცს.

“შოლცი სიამაყით აცხადებს, რომ გერმანიამ 1 მილიარდი ევრო გამოუყო უკრაინას, ეს ძალიან კარგი დახმარებაა, მაგრამ,  რუსეთი გაზის და ნავთობის  გაყიდვის ხარჯზე დღეში 2 მილარდ ევროს გამოიმუშავებს.

უხეშად რომ დავთვალოთ, რუსეთის წინააღმდეგ მეხუთე და მეექვსე სანქციებს შორის არსებული 50 დღის განმავლობაში რუსეთმა 200 მილიარდი ევრო გამოიმუშავა.

ამიტომ, საჭიროა, სანქციებით რუსეთს “ყველა გზა ჩაუჭრან”.