დღეს,წალენჯიხის საკრებულოში თავმჯდომარის არჩევის შემდეგ აირჩიეს მისი მოადგილეები. შეგახსენებთ,რომ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიაა,რომელიც “გახარია-საქართველოსთვის” პარტიის წევრია. დღეს კი მისი მოადგილეები აირჩიეს- ავთანდილ გაბელია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და გიორგი დარსალია – “ლელო”.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრებმა უარი განაცხადეს მოადგილის კანდიდატურის წამოყენებაზე და ეს ახსნეს იმით,რომ ისინი ამ “მასკარადში” მონაწილეობას არ მიიღებენ.საკრებულო რამოდენიმე დღე ისევ შეიკრიბება და გადანაწილდება მნიშვნელოვანი ადგილები,ამის შემდეგ კი ბიუჯეტი ოფიციალურად დამტკიცდება.
შეგახსენებთ,რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხუთი სხდომის შედეგად ვერ აირჩა,მაგრამ მეექვსე სხდომაზე ერთხმად,ოპოზიციურმა სპექტრმა მხარი დაუჭირა ,”გახარია- საქართველოსთვის” წარმოდგენილ კანდიდატს. მმართველმა პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევადაც ბოიკოტი გამოაცხადა და მხარი არ დაუჭირა.
საბოლოო ჯამში,წალენჯიხის საკრებულოში პოზიციების დასამტკიცებლად და ბიუჯეტის დასამტკიცებლად,ოპოზიციის 15 წევრიდან, 14 ის მხარდაჭერა საკმარისია.