არ არსებობს თავისუფალი ევროპა უკრაინის გარეშე

“არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე, ისევე როგორც, არ არსებობს თავისუფალი ევროპა 
თავისუფალი უკრაინის გარეშე” – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ის პოლონეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის და წერს, რომ ყველა, ვინც წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს აფასებს, ერთად გაიმარჯვებს.

“გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო დუდა, მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის. არ არსებობს თავისუფლება სოლიდარობის გარეშე, ისევე როგორც, არ არსებობს თავისუფალი ევროპა თავისუფალი უკრაინის გარეშე. ჩვენ ერთად ვიცავთ თავისუფლებას და ერთად გავიმარჯვებთ! უკრაინა, პოლონეთი და ყველა, ვინც აფასებს წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს”, – წერს ზელენსკი.