“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა პარტიის ოფისიდან რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს სახელწოდებით “თავისუფლება მიშას”. ისინი მე-12პენიტენციურ დაწესებულებასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ და აქციას მართავენ.
“ყველა სასამართლო პროცესზე იქნება სოლიდარობის აქცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში რუსეთის და პუტინის ნომერ პირველი მტერი იყოს გარეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის ამოცანა”, – ირაკლი ფავლენიშვილი.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვეა.
ციხესთან შეკრებილები ამბობენ, რომ აქციას ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც გამართავენ, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესია ჩანიშნული.