პარასკევს, 3 მარტს, ამერიკა ოფიციალურად გამოაცხადებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს. ამის შესახებ ხუთშაბათს ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განუცხადა.
კირბის დეტალებზე არ უსაუბრია, მან თქვა, რომ პაკეტი ძირითადად მოიცავს საბრძოლო მასალას, რომლებიც უკრაინელებს დასჭირდებათ იმ სისტემებისთვის, რაც უკვე აქვთ.
ამერიკამ სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი უკრაინას 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წლისთავზე გამოაცხადა. 2 მილიარდი დოლარის პაკეტი შეიცავს დამატებით უპილოტო საჰაერო ხომალდებს, ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას და საარტილერიო საბრძოლო მასალისა და ზუსტი ცეცხლსასროლი იარაღის მნიშვნელოვან მარაგს.
2022 წლის თებერვლიდან უკრაინას აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ უკვე 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.