აშშ – რუსეთს სანქციებს დაუწესებს

შეერთებული შტატები და რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური მოკავშირე კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

G7-ის სამიტზე გამოცხადდა, რომ შეერთებული შტატები შეუერთდა შეზღუდვებს რუსული ოქროს იმპორტზე, რომელიც რუსეთის ყველაზე დიდი ექსპორტია ენერგეტიკის სექტორის გარეთ, ბრიტანეთთან, კანადასთან და იაპონიასთან ერთად.

გარდა ამისა, სანქციები დაწესდა ასობით კომპანიას, მათ შორის: “კამაზი”, “ტუპოლევი” და “დონბასის მოხალისეთა კავშირს”, ასევე რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Rostech Corporation-ს, და რუსეთის 57 მოქალაქეს.