საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი World Military ძალინ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. აშშ-სა და კანადაში უცხო პლანეტელების ან ჩინელების შემოსევაა,
რამდენიმე საათის წინ, კანადის საჰაერო სივრცეში, ამერიკულმა F-22-მა კიდევ ერთი მაღალ სიმაღლეზე და მაღალი სიჩქარით მფრენი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო,
ადგილზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები, როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ოპერატიული სარდლობის განცხადებიდან ვიგებთ, ალასკას და კანადის თავზე ჩამოგდებული ობიექტები ვერ დააფიქსირეს ადრეული გაფრთხილების სისტემებმა და რადარებმა მანამ სანამ ისინი არ აღმოჩნდნენ უშუალოდ აშშ-ის და კანადის საჰაერო სივრცეში.
ამავდროულად, დაახლოებით 1 საათის წინ, აშშ-ში, მონტანას შტატში საჰაერო განგაში გამოცხადდა, პენტაგონმა დახურა ჩრდ.მონტანას საჰაერო სივრცე, რადგანაც რადარებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს, თუმცა გამანადგურებლების გამოძახების შემდეგ, ადგილზე არანაირი საფრთხე არ დაფიქსირდა.