აშშ სწავლებებს გეგმავს უკრაინაში

აშშ და მოკავშირეები სწავლობენ უკრაინელი მფრინავების მომზადების შესაძლებლობას უკრაინის საჰაერო ძალების განვითარებისთვის, – Reuters.

აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ მათ სურთ შექმნან გრძელვადიანი გეგმა უკრაინის საჰაერო ძალების განვითარებისთვის. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო . როდის იქნება სწავლება და რა ტიპის თვითმფრინავებს გამოიყენებენ, უცნობია – შტაბის უფროსმა მხოლოდ აღნიშნა, რომ ამერიკელი მფრინავების მომზადება 2-4 თვე გრძელდება, უკრაინელების მომზადება, მისი აზრით, უფრო რთული იქნება.

საინტერესოა რა შედეგს გამოიტანს ეს სწავლება, მაგრამ თავის მნიშვნელობით და არსით უმნიშვნელოვანესია. ინფორმაციას ავრცელებს World Military.