აშშ-ს კონგრესი: მეტი იარაღი უკრაინას

აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის დეპუტატის, ელისა სლოტკინის განცხადებით, აშშ წარმომადგენელთა პალატაში, ორპარტიული მხარდაჭერაა უკრაინისთვის შორმანძილზე მოქმედი ტაქტიკური რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით მთავრობისთვის ახლა ATACMS-ების უკრაინისთვის გადაცემა პრიორიტეტულია და მისი განხილვა მოხდება სასწრაფო ვადებში.

როგორც, სლოტკინმა თქვა, უკრაინისთვის სასწრაფოდ 3-6 კვირის ვადაში მნიშვნელოვანია დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევა, მათ შორის, შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტებით, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები გეგმავენ შეტევას ქვეყნის სამხრეთში და ვაშინგტონს სურს, რომ ეს შეტევა იყოს წარმატებული. – World Military