აშშ-ს საელჩოს განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება მეტად საყურადღებო და კრიტიკულია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლო სისტემას.

“30 წელია ამერიკის შეერთებულიშტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.