აშშ-ს უნიკალური გადაწყვეტილება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუშვა ესტონეთისთვის 6 ერთეული M142 Himars-ის მიყიდვის გადაწყვეტილება.

ჯამში 500 მლნ დოლარის ღირებულებით, ესტონეთი შეიძენს:

6 × M142 Himars-ის ტიპის მულტიკალიბრულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას.

36 × GMLRS M30A2-ის ტიპის, GPS/INS-ით მართვად, ალტერნატიული ქობინის მქონე, 84-კმ-ზე მოქმედ საარტილერიო რაკეტას.

36 × GMLRS M31A2-ის ტიპის, GPS/INS-ით მართვად, მაღალი ფეთქებადი უნიტარული ქობინის მქონე, 84-კმ-ზე მოქმედ საარტილერიო რაკეტას.

36 × GMLRS-ER XM403-ის ტიპის, GPS/INS-ით მართვად, ალტერნატიული ქობინის მქონე, 150+ კმ-ზე მოქმედ საარტილერიო რაკეტას.

36 × GMLRS-ER XM404-ის ტიპის, GPS/INS-ით მართვად, მაღალი ფეთქებადი უნიტარული ქობინის მქონე, 150+ კმ-ზე მოქმედ საარტილერიო რაკეტას.

17 × M57 ATACMS-ის ტიპის, მაღალი ფეთქებადი უნიტარული ქობინის მქონე, 300კმ-ზე მოქმედ ტაქტიკურ რაკეტს. – ინფორმაციას ავრცელებს ”World Military”.