აშშ უკრაინისთვის ინოვაციურ იარაღებს დაამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ 800 კომპანიისგან 1300 წინადადება მიიღო უკრაინისთვის ინოვაციური იარაღის დამზადებაზე.

CNN-ის ცნობით, პენტაგონი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს რომელი კომპანიები დაიწყებენ იარაღის წარმოებას.

პრიორიტეტი იმ კომპანიებს მიენიჭებათ რომლებიც შეძლებენ პროექტების 30-180 დღეში განზორციელებას.

საუბარია საჰაერო თავდაცვის, ტანკსაწინააღმდეგო, სახმელეთო, სანაპირო დაცვის და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე.