ახალი ჩეჩნური ბატალიონი უკრაინის დასაცავად

უკრაინის დასაცავად კიდევ ერთი ჩეჩნური ბატალიონი – “იჩქერიის გვარდია” იბრძოლებს. როგორც ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური, სახელად ჰუსეინი აცხადებს, “იჩქერიის გვარდია” გამოცდილი მებრძოლებით არის დაკომპლექტებული და ის რუსების და კადიროველების წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინის უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში შევა.

მანამდე, უკრაინის მხარეს დაიწყო ბრძოლა შეიხ მანსურას დაჯგუფებამ და დუდაევის სახელობის ბატალიონმა.