ახალი “ჰაიმარსები” უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის არმიის გენშტაბის მეთაურის, გენრალ მარკ მილის განცხადებით, უკრაინაში უკვე გაიგზავნა 12 ერთეული Himars-ის ტიპის მულტიკალიბრული ზცრს, რომელიც ნაწილია იმ 20+ ერთეული სისტემისა, რომელთა უკრაინისთვის გადაცემის ვალდებულება აიღეს აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა. მეტიც, უკვე გაწვრთნილია 200 უკრაინელი სამხედრო “ჰაიმარსებისთვის”, ნაწილის წვრთნა კი გრძელდება. მილის თქმით, ყოველი შემდგომი გადაცემა ხდება გაცხადებიდან 3-4 დღის ვადაში, ხოლო ფრონტზე მათი გამოყენება იწყება 1 კვირის შუალედში.

ანუ, მარტივად რომ ვიანგარიშოთ 12 “ჰაიმარსი” უკვე მუშაობს უკრაინაში, კიდევ 4 დაიწყებს მუშოაბას 5-7 დღის ვადაში(ჯამში 16), და ამის გარდა დაგეგმილია კიდევ მინიმუმ 4+ გადაცემა, რადგან ზუსტად არავინ იცის, რამდენია მილის მიერ გაცხადებული 20-ზე მეტი “ჰაიამრსი”, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაწვრთნილია 200 სამხედრო, ხოლო ერთი “ჰაიმარსის” ეკიპაჟი 3 წევრისგან შედგება, სარეზერვო ეკიპაჟების გათვალისწინებით გამოდის, რომ კიდევ მინიმუმ 35-40 ერთეულის გადაცემა იგეგმება.

ამავდროულად, 3 ერთეული ბრიტანული M270B1, 3 ერთეული ნორვეგიული M270A1(მოდერნიზაციის შემდეგ) და 3 ერთეული გერმანული Mars II(გერმანული მოდიფიკაციის M270), ჯამში 20+ M142 Himars-ის გარდა, 9 ერთეული მუხლუხოიან შასიზე განთავსებული მულტიკალიბრული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გადაეცემა უკრაინას. ინფორმას ავრცელებს World Military.