როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი იმყოფება კიევში და ამ წუთებში ხვდება პრეზიდენტ ზელენსკის.
“უკრაინაში რუსეთის სასტიკი შემოჭრის წლისთავთან დაკავშირებით, მე დღეს ვარ კიევში, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“ – წერს ბაიდენი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.