ბაიდენი: დამატებით 1.2 მილიარდი დოლარი უკრაინას

ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინაში მიმდინარე ომში ერთ-ერთი მთავარი ასისტენტია უკრაინელებისთვის და სწორედ შტატელებმა გაუგზავნეს სამხედრო, თუ ფინანასური დახმარება ყველაზე დიდი ოდენობით.

17 ივნისს, გამთენიისას ოკეანის გადაღმიდან, პრეზიდენტმა – ბაიდენმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისაუბრა, რომ მას სატელეფონო კავშირი ჰქონდა – ზელენსკისთან, სადაც იგი შეჰპირდაას, რომ 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს უკრაინა.

ეს დახმარება მხოლოდ სამხედრო ხასიათის არ არის, ამაში შედის ჰუმანიტარული და მატერიალური დახმარება იმ ოჯახებისთვის, ვინც ომის დროს დაზარალდა.