შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა კულებას აცნობა იმ ნაბიჯებზე, რაც აშშ-მა რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების საპასუხოდ გადადგა.
ამასთან ბაიდენმა კულებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მან ასევე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკური მხარდაჭერას.