ბაიდენმა უცნობ მფრინავ ობიექტზე განცხადება გააკეთა

“ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად რა იყო ეს სამი ობიექტი, მაგრამ ახლა არაფერი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი დაკავშირებულია ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთების პროგრამასთან ან რომ ისინი იყვნენ სათვალთვალო მანქანები სხვა ქვეყნებიდან”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სამი მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებს ეკუთვნის.

„დაზვერვის სამსაზურის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ ეს სამი ობიექტი, სავარაუდოდ კერძო კომპანიებთან, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებთან დაკავშირებული საჰაერო ბუშტია, რომლებიც სწავლობენ ამინდს ან ატარებენ სხვა სამეცნიერო კვლევებს”, – აღნიშნა ბაიდენმა.