ბაირაქტარი: ჩვენს იარაღს რუსეთს არასდროს მივყიდით

როგორც მოგეხსენებათ, სელჩუკ ბაირაქტარი არის პიროვნება, რომელმაც შექმნა კომპანია Baykal, სადაც აწარმოებენ უახლესს სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებს. სწორედ მათი შექმნილია Bayraktar TB-2, რომელსაც უდიდესი წარმატება მოაქვს უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ.

სელჩუკ ბაირაქტარი გუშინ გვიან CNN – ის სტუმარი გახლდათ და ძალიან საინტერესო განცხადებაც გაავრცელა.

“თურქეთი არასდროს მიყიდის რუსეთს ბაირაქტარის უპილოტო მფრინავ საშუალებებს.მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას”-განაცხადა კომპანიის დირექტორმა CNN-თან საუბარში.