ბასილაია: სააკაშვილი ისეთ რეჟიმშია კლინიკაში, როგორც ციხეში

ბექა ბასილაიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი იმავე პირობებში იმყოფება, როგორც რუსთავის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იყო და ასეთ ვითარებაში მისი განკურნება ვერ მოხდება.

„არის კლინიკის ჩვეულებრივ ერთ-ერთ პალატაში, თუმცა ფაქტობრივად იქაც არის ზუსტად იგივე რეჟიმი, რაც ციხეში და ციხის საკანში. გადატიხრული და შეჯავშნილია, ციხის თანამშრომლების მორიგეობის ქვეშ.

იმ პირობებში, რა პირობებშიც მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ჯანმრთელობის პრობლემა და ეს პრობლემა დაკავშირებულია ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან, იმავე პირობებში მისი განკურნება ვერ მოხდება, მსგავსი შეფასება ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სამედიცინო წარმომადგენლისგან“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.