“რონდელის” ფონდის მკვლევარმა – ზურა ბატიაშვილმა, საკუთარი “ფეისბუკ” გვერდის საშუალებით განცხადება გაავრცელა, სადაც ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სავარაუდო სიტუაციის ესკალააცის შესახებ.
“კიდევ ერთი ნაბიჯი ესკალაციისკენ – მოსკოვმა 21-26 თებერვალს შორის პერიოდში ფაქტიურად მთელი აზოვის ზღვა დაკეტილად გამოაცხადა (როგორც მონიშნულია რუკაზე) თითქოსდა წვრთნების ჩატარების მიზნით.
სინამდვილეში ქმნის პლაცდარმს დესანტის გადასასხმელად სამხრეთ უკრაინაში.
უკრაინა კი ემზადება რუსული დესანტის დასახვედრად.
სამწუხაროდ, ასეთი და კიდევ უფრო დიდი პროვოკაციები მოიმატებს კიევის წინააღმდეგ.
ეს დღეები გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის და არა მარტო მისთვის.”
შეგახსენებთ,რომ თურქეთმა ბოსფორის სრუტე რამოდენიმე წუთით ჩაკეტა და ამით რუსეთის ფედერაციას აჩვენე, რომ მათ შესწევთ ძალა შეთანხმებისდა მიუხედავად ჩაკეტონ ეს გადასასვლელი . დიდ გეოპოლიტიკურ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც დიდი განაცვლელებები მოხდება.