რონდელის ფონდის მკვლევარმა- ზურა ბატიაშვილმა საკუთარი “ფეისბუკ” გვერდის საშუალებით განცხადება გაავრცელა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.
“რადგან რუსებმა უკრაინელები პროვოკაციაზე ვერ წამოაგეს, რადგან ეს უკანასკნელნი არ უბრუნებენ საპასუხო ცეცხლს მთელი ფრონტის ხაზზე დაწყებულ რუსულ დაბომბვების პასუხად, როგორც ჩანს, კრემლში სათადარიგო სცენარზე/სცენარებზეც დაფიქრდნენ.
კერძოდ, კრემლის რუპორი სოლოვიოვი, ე.წ. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” “დაზვერვაზე” დაყრდნობით იუწყება, რომ თითქოსდა უკრაინელები ემზადებიან ამ “რესპუბლიკაში” დივერსიული ჯგუფების გადასასროლად.
ცხადია, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვმა შესაძლოა აქ ისეთივე ტერაქტები მოაწყოს, როგორიც თავის დროზე დააორგანიზა საკუთარ ქალაქებში ჩეჩნეთში შეჭრის წინ და მერე ეს ყველაფერი უკრაინულ მხარეს დააბრალოს.
მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსები ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობენ და ფიქრობენ, რომ რომელიმე მაინც გამოუვათ (რა თქმა უნდა, ადამიანთა მსხვერპლს არაფრად ჩააგდებენ).
უბრალოდ მათ ავიწყდებათ, რომ ეს მეთოდები მოუძველდათ (ახალი ვერც ვერაფერი მოიფიქრეს ამდენი ხნის განმავლობაში) და საკუთარი “ბიდლოების” გარდა არც აღარავინ “ჭამს” ამას.”