ბატიაშვილი: რუსეთის ნგრევა იწყება

რას ნიშნავს პუტინის მიერ 300 000 კაციანი მობილიზაციის გამოცხადება?

  • იმის აღიარებას, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან წარუმატებელია და რომ მათ ამ ომში ათობით ათასი ჯარისკაცი დაკარგეს და მათი რიგებია შესავსები;
  • ეს ამავე დროს, იმ რისკზე წასვლასაც ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ქვეყანაში შეიძლება უკმაყოფილება და გამოსვლებიც დაიწყოს, რადგან რუსეთში მობილიზაცია უაღრესად არაპოპულარული ნაბიჯია – ყველა რუსი იმპერიალისტი რუსეთის “დიდების” აღდგენას ტელევიზორის წინ დივანზე წამოწოლილი გულშემატკივრობს, სიცოცხლის შეწირვა კი არ სურთ;
  • ამასთან, მობილიზაციასთან დაკავშირებით არსებობს ცუდი გამოცდილებაც – როდესაც I მსოფლიო ომში ძალით გაწვეულმა რუსებმა რევოლუცია მოუწყვეს ნიკოლოზ II-ს (სტალინის რუსეთი გამონაკლისია, სხვა შემთხვევაა. პუტინი სტალინი არაა);
  • რუსეთში აღარ დარჩა ის ოფიცრები, რომლებსაც შეუძლიათ გაწვეული 300 000 რუსის მომზადება. ამ ოფიცრების ნაწილი დაიხოცა ან ახლაც იბრძვის ამ ომში და მათ ამ მობილიზებულების მოსამზადებლად უკან არავინ გამოიწვევს;
  • ეს მასა ძალიან მალე დაიხიცება უკრაინაში. ანუ იმის აღიარებაცაა, რომ საკუთარი მოქალაქეები მისთვის მხოლოდ საზარბაზნე ხორცია და მეტი არაფერი;
  • ამ ფონზე დასავლეთი გაზრდის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის და 25 “ჰაიმარსის” ნაცვლად მიაწვდის 50-ს, რათა მან სრულყოფილად შეძლოს გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს. რა პრობლემაა?
  • ამავე დროს, ეს ყველაფერი იმის ნიშანიცაა, რომ პუტინი თავისი გადასახედიდან, ბოლომდე აპირებს ბრძოლას. ეს კი რეალურად, მისი ბოლომდე განადგურებისკენ მიმავალი გზაა. ეს კი ისე დასრულდება, როგორც ამ ფოტოზეა და ეს ჩვენთვის კარგია;
  • ამ ამბავში ჩვენთვის მთავარია, რომ პუტინს სამარეში თავად რუსეთიც ჩაყვეს, რადგან იგივე აფხაზეთის ომიდან კარგად გვახსოვს, რომ ჩვენი მთავარი მტერი არა რომელიმე კონკრეტული პირი (მაშინ საერთოდაც ელცინი იყო და პუტინის არც არაფერი ისმოდა), არამედ რუსეთის იმპერიაა.
    ახლა სწორედ იდეალური დროა ამ ძირმომპალი იმპერიის დასანგრევად!

განაცხადა ექსპერტმა – ზურა ბატიაშვილმა.