ბატიაშვილი: რუსეთს ჰაერში ძალიან უჭირს

“რონდელის” ფონდის ექსპერტმა – ზურა ბატიაშვილმა რუსული საჰაერო ძალების სისუსტეზე ისაუბრა და განაცხადა ,რომ მათ უჭირთ ჰაერში მოქმედებები.

“კიდევ ერთი ნიშანი, რომ რუსებს ძალიან უჭირთ უკრაინაში – ამ წუთებში რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავები ციმბირისკენ მიფრინავენ.
ისინი, სავარაუდოდ, დამატებით ცოცხალ ძალას ჩამოიყვანენ და მათ დაამატებენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანილ ნაწილებს.
მიზანი კი ისაა, რომ ჩაანაცვლონ უკრაინაში განადგურებული რუსული ცოცხალი ძალა.
თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, ეს ნაწილები უკრაინაში შეჭრილ პირველ ნაკადთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებად მომზადებული არიან საბრძოლო მოქმედებებისთვის და მათაც განადგურება ემუქრებათ.
უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს!”- წერს ბატიაშვილი.