ბაჩო ახალაია: მრცხვენია რომ სააკაშვილი ციხეშია

შეგახსენებთ,რომ ნომერ მეთორმეტე საპატიმრო დაწესებულება,9 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა ბაჩო ახალაიამ. მან საპატიმროს ეზოში ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება და მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეეხო.

ახალაიას თქმით, მას არ ესმის ბევრი რამე და მისთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი,რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პატიმრობაშია. “მე მრცხვენია,რომ ეს ადამიანი ახლა არის ციხეში”.

ახალაიას ციხის შესასვლელთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და ოჯახის წევრები დახვდნენ.მისი განცხადებით, ის პოლიტიკაში არ აპირებს დაბრუნებას და სურს დრო საკუთარ ოჯახთან გაატაროს.