ბელარუსში რუსული ტექნიკა დაიბომბა

ბელარუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ცენტრალურ ბელარუსში, დედაქალაქ მინისკიდან 12 კმ-ის დაშორებით მაჩულიშის აეროდრომეზე განხორციელდა საჰაერო თავდასხმები კამიკაძე დრონებით, რომელთა მიზანი იყო, აეროდრომზე ბაზირებული რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილი A-50U-ს ტიპის ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც ომის დაწყების დღიდან აქტიურად იღებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას და პრაქტიკულად ყველა მასიური სარაკეტო/საჰაერო დარტყმების წინ იწყებს უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სადაზვერვო ფრენებს, რათა აღმოაჩინოს მტრული სახმელეთო და საჰაერო მიზნები ასეულობით კმ-ის სიღრმეში, შემდგომ კი, ლაივ რეჟიმში გადსცეს ინფორმაცია რუსულ სარაკეტო გამშვებ სისტემებსა და ავია გამანადგურებლებს.

თუ კი, ბელარუსულ მედიას დავუჯერებთ აეროდრომზე კამიკაძე დრონებით თავდასხმის შედეგად რუსული A-50U ძლიერად დაზიანდა. ინფორმაციას ავრცელებს world Military.