დილის 9:00 საათის შემდეგ, უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია, რისი მიზეზიც, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ავიაციის აქტიურობაა.
ბელარუსული მონიტორინგის ჯგუფის, ცნობით, რუსული A-50U თვითმფრინავი აეროდრომ „მაჩულიშჩიდან“ აფრინდა, ხოლო ესკორტის გამანადგურებელი აეროდრომ „ბარანოვიჩიდან“.
ასევე, მაჩულიშის აეროდრომიდან აფრინდა MiG-31K.