ბენ უოლესი: რუსული არმია ცუდ დღეშია

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, საინტერესო განცხადება გაავრცელა რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით.

“მათ შეუძლიათ გააგრძელონ მკვლელობები განურჩევლად და გაანადგურონ, მაგრამ ეს გამარჯვება არ არის. პუტინს არ შეუცვლია თავისი სურვილი, მოახდინოს მთელი უკრაინის ოკუპაცია, აიღოს კიევი და ოდესა, მაგრამ მისი ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია უდიდესი დანაკარგებით. 25 ათასზე მეტი გარდაცვლილია, შეიძლება იყოს ორჯერ მეტი დაშავებული“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

უოლესის განცხადებით, უკრაინის თავდასხმებმა ხიდებზე, რამაც, როგორც ჩანს, გავლენა მოახდინა მდინარე დნეპრის ჩრდილოეთით ხერსონში ჯარების მომარაგების შესაძლებლობაზე, მტერი „ძალიან რთულ მდგომარეობაში“ ჩააყენა და აიძულა რუსები „დაცვით პოზიციაზე“ გადასულიყვნენ სამხრეთით.