მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მესამე პრეზიდენტს უფლებებს თვითნებურად უზღუდავს საპატიმრო დაწესებულება.
მისი განცხადებით:
უფრო მეტიც, კანონმდებლობა თვეში 4-ჯერაც ითვალისწინებს პაემნის შესაძლებლობას. მოგეხსენებათ,სააკაშვილის სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება ჩამორთმეული აქვს, სათანადო მკურნალობა არ უტარდება და მას შემდეგ, რაც უკრაინულმა სამართალდამცავმა სისტემებმა სააკაშვილი დაზარებულად ცნეს, ეს იყო ხელისუფლების სადამსჯელო რეაქცია, რის გამოც სააკაშვილს კიდევ ერთი უფლება შეუზღუდეს.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ ვაფასებთ და ეს ექვემდებარება გასაჩივრებას. ჩვენ ყველა გზას მივმართავთ სააკაშვილის უფლებების აღსადგენად, მაგრამ გვესმის, რომ სასამართლო სისტემა აბსოლუტურად პოლიტიზებულია, სასამართლო პირდაპირ ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და არ მიჰყვება კანონის მოთხოვნას – ეს ეხება სააკაშვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს, იქნება ეს სატელეფონო საუბრების უფლების შეზღუდვა, მისთვის სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფა, პერსონალური მონაცემების დაცვა თუ მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს გამოყენება ფართო კონტექსტში, როდესაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება“.