ბიბილოვმა მობილიზაცია მოახდინა ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოიწვია ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განაცხადა:

“რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ოპერაცია დაიწყო დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში იყვნენ ჩათრეული, ანუ გარეშე ძალები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარეშე ძალებს მიეკუთვნება საქართველოც.

ბიბილოვმა უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილებასთან ერთად და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის.“