ბლინკენი: აშშ და თურქეთი ერთად დაიცავენ უკრაინას

ბოლო პერიოდებში აქტიურად ჩაერთო თურქეთი უკრაინის საკითხთან მიმართებაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი გემების მშენებლობაში დაეხმარება უკრაინას და დღეს გამთენიისას უკვე შედგა საუბარი ბლინკენსა და ჩაუშოღლუს შორის, სადაც საუბარი შედგა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. საუბრის დასრულებისთანავე სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა საკუთარი “ტვიტერის” საშუალებით განცხადება გაავრცელა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი ერთობლივად ჩაერთვებიან უკრაინის დახმარების პროცესში.

თურქეთის გააქტიურება სულაც არ არის შემთხვევითი, პირიქით, მოსალოდნელიც იყო, რადგან ნატოს წევრი სახელმწიფოების ასეთმა პოზიციონირებამ გარკვეულწილად თურქეთიც ვალდებული გახადა ჩართულიყო რაღაც დოზით მაინც ამ კონფლიქტში. აშშ-სა და თურქეთის კოალიცია დიდი ძალაა.