ბლინკენი: დამატებითი 700 მილიონი აშშ დოლარი უკრაინას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა – ენტონი ბლინკენმა საკუთარი “ტვიტერის” საშუალებით საზოგადოებას აცნობა, რომ პრეზიდენტ – ბაიდენის ბრძანებით უკრაინა დახმარების 700 მილიონ – დოლარიან პაკეტს მიიღებს.

“პრეზიდენტ-ის მითითებით, მე ვაძლევ 700 მილიონ დოლარს უკრაინას , ამასთანავე დამატებით ამერიკულ იარაღს, აღჭურვილობას და მარაგს, რათა გააძლიეროს თავისი თავდაცვა რუსეთის უაზრო ომის წინააღმდეგ.”- ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.