უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – დმიტრო კულება ბერლინში გაემგზავრა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს – ენტონი ბლინკენს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ კულებამ განცხადება გააავრცელა:
“
შევხვდი ბლინკენს ბერლინში. მეტი იარაღი და სხვა დახმარება უკრაინისკენ მიმავალ გზაზეა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა უკრაინული საკვების ექსპორტმა მომხმარებლამდე მიაღწიოს აფრიკასა და აზიაში. მადლობა მდივან ბლინკენს და აშშ-ს ლიდერობისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის.
“