ბლინკენი: მზად ვართ ყველა გზისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი- ანტონი ბლინკენი ძალიან ზუსტად და ხისტად მოქმედებს ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას და მისი განცხადებები გაჭირვებულისთვის აღმართზე ქვის წამოწევის ტოლფასია რუსეთისთვის. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, ელჩმა სალივანმა მოსკოვში მიიტანა ჩვენი წერილობითი პასუხი. ვიტყოდი, რომ მასში გაწერილია სერიოზული დიპლომატიური წინსვლის გზა, თუკი ამ გზას რუსეთი აირჩევს.დოკუმენტი, რომელიც გადავეცით, მოიცავს აშშ-ის, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებების გამო, რაც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, აგრეთვე რუსეთის მიერ გამოხატული შეშფოთების პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას და ჩვენს წინადადებებს, რომლებიც ეხება სფეროებს, სადაც შეიძლება საერთო ენის პოვნა.მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არსებობს ძირითადი პრინციპები, რომლებსაც მხარს დავუჭერთ და დავიცავთ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე სახელმწიფოების მიერ თავიანთი უსაფრთხოების მოწყობის გზებისა და ალიანსების არჩევის უფლების ჩათვლით.

ჩვენს დოკუმენტში შევეხეთ უკრაინაში ძალების განლაგებაზე შესაძლო ურთიერთგამჭვირვალების ზომებს, აგრეთვე ევროპაში სამხედრო წვრთნებსა და მანევრირებასთან დაკავშირებით ურთიერთნდობის ამაღლებას.შევეხეთ სხვა სფეროებსაც, სადაც ვხედავთ პროგრესის პოტენციალს, იარაღის კონტროლის ჩათვლით, რაც ეხება ევროპაში რაკეტების განლაგებას, ჩვენს ინტერესს მივყვეთ START-ის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც ფარავს ყველა სახის ბირთვულ იარაღს და გამჭვირვალებისა და სტაბილურობის გაზრდის გზებს.ეს იდეები წარმოვადგინეთ იმიტომ, რომ მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის შემთხვევაში, არსებობს მათზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რითაც გაიზრდება ჩვენი, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოება და ასევე უპასუხებს რუსეთის შეშფოთებას ორმხრივი მონდომების შემთხვევაში.

ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, უპირატესობას ვანიჭებთ დიპლომატიას და მზად ვართ წინ წავიწიოთ იმ მიმართულებით, სადაც არის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუკი რუსეთი მოახდენს უკრაინის მიმართ ვითარების დეესკალაციას, შეწყვეტს დაპირისპირების რიტორიკას და ჩაერთვება ევროპის უსაფრთხოების მომავალზე მსჯელობაში, ორმხრივობის სულისკვეთებით.ჩვენი პასუხები იყო სრულად კოორდინირებული უკრაინასთან, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომლებთანაც კვირებია უწყვეტად ვაწარმოებთ კონსულტაციას. მათი წვლილიც არის შეტანილი საბოლოო დოკუმენტში, რომელიც მოსკოვს მივაწოდეთ.

დაბოლოს, ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების მეორად უარყოფით შედეგებთან გამკლავებაში. მაგალითად, იცით, რომ უკრაინის ეკონომიკასა და ფინანსურ მდგომარეობაზე ამ კრიზისმა იქონია ზეგავლენა და ისე, როგორც ვაძლიერებთ უკრაინის უსაფრთხოებას, ასევე განვიხილავთ მისი ეკონომიკის ხელშეწყობას, იმ დახმარებაზე დამატებით, რასაც ვუწევთ უკრაინას. ამასვე აკეთებენ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები. ამ თემასაც განვიხილავ დღეს კონგრესში.