ბლინკენი: საქართველოს მთავრობა უნდა დაეხმაროს უკრაინას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა – ენტონი ბლინკენმა განცხადებით მიმართა ჟურნალისტებს, სადაც საქართველოზე ისაუბრა და მმართველ ძალას მოსთხოვა უკრაინის მხარდაჭერა და დახმარება.

“აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.