ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა – აგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა, რომ სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს: 121 ფიზიკური პირსა და სუბიექტს, იმპორტი/ექსპორტის შეზღუდვებს, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების აკრძალვას.
ბორელის განცხადებიდან ირკვევა, რომ სანქციების სამიზნე გახდნენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე.
“მიღებულია სანქციების მე-10 პაკეტი:
ჩამოთვლილი 121 ფიზიკური პირი და სუბიექტი, მნიშვნელოვანი ახალი იმპორტი/ექსპორტი შეზღუდვები, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების აკრძალვა.
ჩვენ ვრჩებით ერთიანნი ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავარღვიოთ რუსეთის ომის მანქანა.
როგორც ჩვენი ჩამონათვალის ნაწილი, ჩვენი სანქციების სამიზნეა ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე.
ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის ჟენევის კონვენციის, რაც მე გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე განვაცხადე” – ნათქვამია განცხადებაში.