ბორის ჯონსონი გადადგა?!

მიუხედავად გუშინ, ბრიტანეთის პარლამენტში, ბორის ჯონსონის სიტყვით გამოსვლისა, სადაც განაცხადა, რომ ის არ აპირებს გადადგომას და პრემიერ მინისტრის მოვალეობა გაუძღვეს ქვეყანას ასეთ რთულ დროს, ბრიტანულ მედიაში ცნობილი ხდება, რომ დღეს ბორის ჯონსონი, უზარმაზარი პოლიტიკური წნეხის და გადადგომების კასკადის ფონზე,თავადაც დატოვებს პერემიერ-მინისტრის პოსტს და გადადგება!

ვითარება დაამძიმა, დღეს დილიდან, გადამდგარი მინისტრებისა და მაღალი რანგის სახელისუფლებო პოლიტიკური პირების ადგილზე, ბორის ჯონსონის მიერ სანაცვლოდ დანიშნული პიროვნებების გადადგომების კამოანიის დაწყებამ, რომელთაც ასევე მოუწოდეს ჯონსონს გადადგომისკენ.

რამდენიმე წუთის წინ კი, ბრიტანულ მედიაში და პოლიტიკურ წრეებში, ცნობილი გახდა, რომ სულ მალე ბორის ჯონსონი გადადგომის შესახებ გაააკეთებს განცხადებას. – ინფორმაციას ავრცელებს, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი World Military.